вторник, 24 марта 2009 г.

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევწირავთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმანთავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ყოვლადდიდებულო და მარადის ქალწულო, დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩვენნი.

Комментариев нет:

Отправить комментарий