вторник, 24 марта 2009 г.

არაგვის ცისკარს ჰგავდი მარიამ!

მინდვრად ეყარა ლალი, ალმასი
ქვეყნის ოქრო და ვერცხლი, მარიამ,
შორით მოჩანდა სვეტი არმაზის,-
ვით უკვდავება ჩვენი, მარიამ!

სდიოდათ ტყეებს თაფლის სურნელი
სოფლის ოთხივე კიდით, მარიამ,
მზეზე შრებოდა სველი ღრუბელი,
ვით უცოდველი კრავი, მარიამ!

კრთოდნენ ლერწმები, როგორც მხევლები
თეთრი მდინარის ჭალით, მარიამ,
თითქო ღადარში მედო ხელები
ამ გაზაფხულის პირზე მარიამ!

მაისის ვარდის ჰქონდა სინაზე
შენს ახალგაზრდა სხეულს, მარიამ;
ყველა ლამაზი ქალის ჯინაზე
არაგვის ცისკარს ჰგავდი მარიამ!

გენო კალანდია.

Комментариев нет:

Отправить комментарий