вторник, 24 марта 2009 г.

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევწირავთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმანთავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ყოვლადდიდებულო და მარადის ქალწულო, დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩვენნი.

არაგვის ცისკარს ჰგავდი მარიამ!

მინდვრად ეყარა ლალი, ალმასი
ქვეყნის ოქრო და ვერცხლი, მარიამ,
შორით მოჩანდა სვეტი არმაზის,-
ვით უკვდავება ჩვენი, მარიამ!

სდიოდათ ტყეებს თაფლის სურნელი
სოფლის ოთხივე კიდით, მარიამ,
მზეზე შრებოდა სველი ღრუბელი,
ვით უცოდველი კრავი, მარიამ!

კრთოდნენ ლერწმები, როგორც მხევლები
თეთრი მდინარის ჭალით, მარიამ,
თითქო ღადარში მედო ხელები
ამ გაზაფხულის პირზე მარიამ!

მაისის ვარდის ჰქონდა სინაზე
შენს ახალგაზრდა სხეულს, მარიამ;
ყველა ლამაზი ქალის ჯინაზე
არაგვის ცისკარს ჰგავდი მარიამ!

გენო კალანდია.

понедельник, 23 марта 2009 г.

მარიამი

მე ვარ მარიამ ახალკაცი, ვსწავლობ ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში, ვარ 16 წლის. ჩემს სახელს ”მარიამი”-(ძვ.ებრ)მოეპოვება რამდენიმე განმარტება:
1. ”შეუპოვარი”, ”დაუმორჩილებელი”, ”უარმყოფელი”.
2. ”მწარე”
3. ”ქალბატონი”
4. ”საყვარელი უფლისა”
დამაჯერებელი და საბოლოოდ მისაღები არცერთი არაა, მაგრამ შედარებით უფრო გავრცელებული და მისაღებია პირველი მნიშვნელობა. მარიამის მოფერებითი ფორმებია: მარო, მარიკო, მარიკუნა, მარი.


მ-იზანმიმართული.
ა-მხანაგური.
რ-ეალისტი.
ი-ნდივიდუალური.
ა-ზრიანი.
მ-უსიკალური.
ი-ნტერესიანი.

მე ეს სახელი დამარქვეს ჩემმა მშობლებმა, ბებიის ხსოვნის საპატივსაცემოდ და ასევე იმის გათვალიწინებითაც, რომ ეს საკმაოდ პოპულარული და ლამაზი სახელი იყო. პოპულარობა არც ახლა არ აკლია, რადგან პირველ რიგში, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელია. სწორედ ღვთისმშობლით იწყება იმ ცნობილი ადამიანების სია, რომლებიც ამ სახელის მატარებლები არიან: მარიამ ლორთქიფანიძე, მარიმა ვერულაშვილი, მარიამ როინიშვილი...